გადაიხადეთ მარტივად და უსაფრთხოდ თიბისის ბარათებით
და Apple Pay-ის გამოყენებით
როგორ დავამატოთ ბარათი
Apple wallet-ში?

Apple Watch

  1. გახსენით Apple Watch აპლიკაცია თქვენს iPhone-ზე

  2. დააჭირეთ “Wallet & Apple Pay” და აირჩიეთ “Add Credit or Debit Card”

  3. დაასკანერეთ და დაამატეთ აპლიკაციაში თქვენი სადებეტო ან საკრედიტო ბარათი

თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ თიბისი ბარათები Apple Wallet-ში iPhone,  Apple Watch, iPad და MacBook Pro with Touch ID -ის მეშვეობით.

გადადით ბმულზე: https://bit.ly/2lCamdM

iPhone

  1. გახსენით “Apple Wallet”-ის აპლიკაცია.

  2. ზედა მარჯვენა კუთხეში.დააჭირეთ ღილაკს “+”

  3. დაასკანერეთ და დაამატეთ აპლიკაციაში თქვენი სადებეტო ან საკრედიტო ბარათი

სად და როგორ გამოვიყენოთ
Apple Pay?

თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ გადახდები საქართველოში და საზღვარგარეთ, თქვენი ეფლის მოწყობილობების მეშვეობით ისეთ ადგილებში, სადაც იქნება უკონტაქტო გადახდის ან „Apple Pay“-ს ნიშანი.

გადაიხადეთ iPhone ის  Face ID (სახის ვერიფიკაციის) მეშვეობით

ძირითადი ბარათის გამოსაყენებლად ორჯერ დააჭირეთ გვერდით ღილაკს, შემდეგ გაიარეთ  Face ID ვერიფიკაცია.

მოათავსეთ თქვენი iPhone რამდენიმე სანტიმეტრში უკონტაქტო წამკითხველისგან, სანამ არ გამოჩნდება  წარწერა „დასრულებულია“ (Done) და მონიშვნა ეკრანზე.
გადადით ბმულზე: https://bit.ly/2ksdrNE

 

 

გადაიხადეთ iPhone Touch ID ის

(ანაბეჭდის) მეშვეობით

ძირითადი ბარათის გამოსაყენებლად, შეეხეთ Touch ID-ის.

მოათავსეთ iPhone რამდენიმე სანტიმეტრში უკონტაქტო წამკითხველისგან, სანამ არ გამოჩნდება  წარწერა “Done”.
გადადით ბმულზე:  https://bit.ly/2lG62KS

 

გადაიხადეთ Apple Watch-ის მეშვეობით

ძირითადი ბარათის გამოსაყენებლად, ორჯერ დააჭირეთ გვერდით ღილაკს და მოათავსეთ საათის ეკრანი უკონტაქტო წამკითხველისგან რამდენიმე სანტიმეტრის მანძილზე.

წარმატებული გადახდის შემთხვევაში გამოჩნდება წარწერა „Done“. 
 

 

რომელ მოწყობილობებზე მუშაობს Apple Pay?

Apple Pay გამოიყენება:

  • iPhone 6 და შემდეგ ვერსიებზე

  • Apple Watch (საათი დაკავშირებული უნდა იყოს iPhone 6 ან შემდეგ ვერსიასთან)


ბმულზე იხილეთ Apple Pay-ის თავსებადი მოწყობილობების სრული სია  https://support.apple.com/en-us/HT208531

დამატებითი ინფორმაცია

  • გადახდისას ინტერნეტი არ არის საჭირო

  • გადახდა შესაძლებელია როგორც სადებეტო ასევე საკრედიტო ბარათებით (Pay Sticker-ის დამატება არ არის შესაძლებელი)

  • მომხმარებელმა ტელეფონს უნდა მოხსნას სტიკერი თუ სურს 
    Apple Pay-ს გამოყენება

  • Apple Pay-გადახდისას გროვდება იგივე რაოდენობის ერთგული ქულები, რამდენიც Pay Sticker-ით გადახდისას

  • ბარათზე მოქმედი სპეციალური შეთავაზება ასევე მოქმედებს Apple Pay-ით გადახდისასაც 

  • Apple Wallet-ით თანხის ბანკომატიდან გამოტანა არ არის შესაძლებელი